„დაკარგული ისტორია“

ფილმი ასახავს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცარქივის ისტორიას. არქივი მოიცავდა საგანგებო კომიტეტის (ЧК), სახელმწიფო პოლიტსამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (НКВД) და სუკ-ის (КГБ) მიერ წარმოებულ საქმეეებს.

სპეცკონტიგენტისა და აგენტურის პირად კართოტეკებს და სხვა საიდუმლო დოკუმენტაციას. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებული ქაოსის გამო, დღეს ამ არქივის მხოლოდ 20 პროცენტია შემორჩენილი.
სპეცარქივის ნაწილი ჯერ კიდევ 1990 წელს რუსეთში გადაიტანეს, ნაწილი ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გაუჩინარდა, ხოლო უდიდესი ნაწილი, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, ხანძრის შედეგად განადგურდა.
ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში განადგურდა არქივის უდიდესი ნაწილი.
სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე რეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი