საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ოჯახები უმძიმეს ისტორიებს იხსენებენ.

დღეს 83 წელი გავიდა იმ ცნობილი ბრძანებიდან, რომლითაც 1930-იანი წლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო მეტი მასშტაბი შეიძინა. 1937 წლის 30 ივლისს გამოცემულმა საიდუმლო დადგენილებამ ათასობით ადამიანის ბედი ყოველგვარი სასამართლო განხილვების გარეშე გადაწყვიტა. რეპრესირებულთა ისტორიები ტრადიციულ ადგილზე, ინგოროყვას 222 ნომერში, „ჩეკას“ ყოფილ შენობასთან წაიკითხეს.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ცდილობს, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სახელების უკვდავსაყოფად დღევანდელ დღეს ოფიციალური სტატუსი შესძინოს. უკვე მეორე წელია 30 ივლისს მასობრივი ტერორის მსხვერპლს იხსენებენ. დღეს ის 300-მდე ადამიანი გაიხსენეს, ვინც 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას თბილისში დახვრიტეს.

დატოვე კომენტარი