დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე
დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე და გამოიყოფა თუ არა ცალკე ეპიზოდად კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდის საქმე. ეს ის რეკომენდაციებია, რასაც დროებით საპარლამენტო კომისიაზე განიხილავენ, თუმცა, ჯერ არ შეთანხმებულან.
“ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებულ წინადადებებს უმრავლესობა ნაადრევს უწოდებს და მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვამდე, მხარდაჭერას არ აპირებს. ჯგუფის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა საკითხის ორშაბათამდე გადატანის მიზეზიც.