დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვირუსთან დაკავშირებული გამოძახებები და მიმართვიანობის რაოდენობა მცირდება, თუმცა, მძიმე ავადმყოფები ისევ კლინიკებში რჩებიან. მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავადება აქვს.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ექიმს და თავი შეიკავონ თვითმკურნალობისგან. საქართველოში გრიპის შედეგად უკვე რვა ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ “ეიჩ ერთი ენ ერთი ვირუსი” ქვეყანაში რვა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ექიმების ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ და გრიპმა, დაგვიანებულ მიმართვიანობასთან ერთად, გართულება გამოიწვია. სოციალურად დაუცველი და ორსული მოქალაქეებისთვის ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ რიგდება.