ცვლილებები სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში

საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგია იცვლება.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სტიქიებთან ბრძოლაში და სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში სამაშველო სამსახურებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთვებიან, რისთვისაც ახალი ინსტიტუტი იქმნება.

იზრდება იმ ობიექტების ჩამონათვალიც, რომელთა სახანძრო უსაფრთხოებას სახელმწიფო გააკონტროლებს.

სიახლეა ისიც, რომ მაშველებისთვის ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება.

კანონპროექტის გარშემო პარლამენტში პოზიციები გაყოფილია.