სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, 360 მლნ ლარით იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ დაფინანსება გადანაწილდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა/უსაფრთხოება და კულტურა.
განათლების მინისტრის ინფორმაციით კი, პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის 70 პროცენტამდე პედაგოგს ხელფასი, სულ მცირე, 500 ლარით გაეზრდება, 25 პროცენტამდე 300-დან 400 ლარამდე, ყველა მასწავლებელს კი, სულ მცირე, 200 ლარით.