„კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი ნიმუშის პასუხი დადებითია. კორონავირუსი ჰოსპიტალის მედდის კონტაქტებიდან ინფიცირებულის ოჯახის წევრს დაუდასტურდა. სულ შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ით ცხრა პირია ინფიცირებული. ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 23 ნიმუში გაიგზავნა, რომლის ნაწილზეც პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.