კოვიდპანდემიის მეორე ტალღა მძიმედ მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. ამიტომ ზომებს ყოველდღიურად ამკაცრებენ ევროპის ქვეყნები. საქართველოს მსგავსად, როგორც ჩანს, წლევანდელი სეზონი ჩავარდება ზამთრის კიდევ არაერთ კურორტზე. საფრანგეთმა სათხილამურო ტრასები დახურა, მსგავს შეზღუდვაზე ფიქრობს გერმანია და იტალიაც.
იმის გამო, რომ დაავადების გავრცელების ტემპები ყოველდღე იმატებს, ევროპის ქვეყნები მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლების დასტაბილურებას გამკაცრებული რეგულაციებითა და შეზღუდვების ახალი სქემით ცდილობენ. ინფიცირებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ კრიტიკულ ნიშნულზეა აშშ-შიც.