COVID-19 - ვითარება მესტიის მუნიციპალიტეტში

მესტიის კლასტერი გაიზარდა. 32 ინფიცირებულს ექვსი ახალი შემთხვევა დაემატა. მათ შორის ოთხს კორონავირუსი თბილისში დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტში გადაადგილების შეზღუდვების დაწესებიდან და სამი დასახლების ჩაკეტვიდან დღემდე, უკვე 3 000-მდე ადამიანია გამოკვლეული. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა სოფელი ლენჯერი, სადაც რამდენიმე დღის წინ ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება ტარდება, რაც ნიშნავს, რომ ამოწმებენ არა მხოლოდ კონტაქტებს, არამედ თითქმის ყველას.

ლიკა ალელიშვილი გვერთვება ჩაკეტილი დაბა მესტიიდან.