COVID-19 - ვაქცინის წარმოების პროცესი 

 მთელი მსოფლიო ახლა ინტერესით ელოდება, რა დასკვნას დადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც უხანში მუშაობა უკვე დაიწყო – ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ, როგორ წარმოიშვა და გავრცელდა ახალი კორონავირუსი. დასკვნამდე კი მსოფლიოს ქვეყნები „კოვიდ-19“-ის დამარცხებას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ვაქცინაციითა და შეზღუდვებით ცდილობენ, თუმცა, ვაქცინის განაწილების მხრივ პრობლემებია. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც რისკჯგუფების აცრა უკვე დაიწყო, შეზღუდვები ჯერ მაინც რჩება. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსაკუთრებით მძიმდება საფრანგეთსა და პორტუგალიაში.