სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილი
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი, თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ რუბინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა“, – დაწერა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.