აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის სამძიმრის წერილი
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ სამძიმრის წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა.
„თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ამბავმა ღრმა მწუხარება გამოიწვია. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს. დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.