COVID 19 - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  გვყავს 24 გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. თბილისის ინფექციური კლინიკა, სადაც ამ დროისთვის 30 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა. სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა ბოჭორიშვილის კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ორი პირია მოთავსებული.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.