საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ოჯახი და ადვოკატი დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათგან მიიღებენ ინფორმაციას, რა ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს აინტერესებს, არის თუ არა ამოღებული გამსახურდიას ტელეფონზე შემავალი ზარები, რადგან სახლიდან გასვლის დროს მისი მეუღლე კონკრეტულ პიროვნებას უნდა შეხვედროდა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ის კვლავ ხელოვნური ძილის ფაზაშია, დაცვითი ნარკოზის ქვეშ და დაახლოებით 12 დღე მისი გაღვიძება არ მოხდება.