ისევ სტაბილურად მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, სადაც მცირედ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
ამ ეტაპზე პაციენტი რაიმე ტიპის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანას, ექიმის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კლინიკა ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.