ბერლინის შემდეგ, ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალურ წარმოდგენას City Lights, ლუდვისბურგის ფესტივალმა უმასპინძლა. მუსიკალური წარმოდგენა, რომელიც 12 კომპოზიციისგან შედგება, კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, მორიკონეს, პიაცოლასა და ყანჩელის ნაწარმოებების მიხედვით შექმნა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. ნაწარმოები მსოფლიოს ქალაქებს ეძღვნება.