ცისფერი მთები - 35

35 წელი ლეგენდარული ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან.

1984 წელს მაყურებელმა პირველად ნახა ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“. მას შემდეგ ფილმი და იქ გამოყენებული ფრაზები დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რეზო ჭეიშვილის სცენარის მიხედვით ფილმს ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში იღებდნენ. სწორედ გადასაღებ მოედანზე გაიგო რეჟისორმა უმცროსი შვილის დაბადება. ამიტომ  ავტორმა „ცისფერი მთები“ ქალიშვილს, ელენე შენგელაიას მიუძღვნა.

საბჭოთა ბიუროკრატიაზე გადაღებული ფილმი, რომელიც 2014 წელს კანის კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში აჩვენეს.

35 წლის შემდეგ ელდარ შენგელაია გადასაღებ მოედანს და მთავარ პერსონაჟებს იხსენებს.