საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, კომპანია „მეიქინგ საიენს სვიფტის“ დამფუძნებელი ვაკო თურნავა, კომპანიის წარმომადგენლები და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საქართველოს პროკურატურამ „მეიქინგ საიენს სვიფტთან“ თანამშრომლობით ინტრანეტი განაახლა, რომლის საშუალებითაც პროკურატურის თანამშრომლების სამუშაო პროცესი გამარტივდა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს მოერგო.
განახლებული ინტრანეტი, პროკურატურის თანამშრომლებს დაეხმარება, მარტივად გაავრცელონ ინფორმაცია, მოიპოვონ საჭირო დოკუმენტაცია და ერთმანეთთან სწრაფად დაამყარონ კომუნიკაცია.