„ჩვენი ქართული ენა“

დაჯილდოება მარნეულის რაიონის სოფელ ხოჯორნის სკოლაში.

მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებს პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში ჩატარებული ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცეს. ონლაინ-ოლიმპიადამ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს პირველი არხის პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ მიზანი ქართული ენის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადა ტარდება, ასევე ეწყობა ყოველკვირეული „ფეისბუქ“-ვიქტორინა და თავისუფალი თემის კონკურსი.