„ჩვენებურების“ გალა-კონცერტი ბურსაში
თურქეთში, ქალაქ ბურსაში ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის – „ჩვენებურების“ გალა-კონცერტი ჩატარდა. წელს ფესტივალი ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო. ფოლკლორული ფესტივალი 2001 წლიდან იმართება და წლების განმავლობაში მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად ჩამოყალიბდა.