ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს ცენტრი „ემპათია“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გუშინ, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალა, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს არღვევს და აჩენს მოლოდინს, რომ უწყება ექსპერტთა ალტერნატიული კომისიისა და სააკაშვილის შეხვედრასაც მიაყურადებს. სწორედ ამიტომ, ცენტრის წევრებს, ერთადერთ დაცულ ადგილად სამოქალაქო კლინიკა მიაჩნიათ, სხვა შემთხვევაში კი, სპეციალურ წერილობით გარანტიებს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრ „ემპათიას“ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესახებ თანხმობა, პენიტენციური სამსახურისგან ჯერ კიდევ არ მიუღია.