ბუტა რობაქიძის გახმაურებული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდების მთავარი მოწმე დაკითხეს.
პატრულ-ინსპექტორი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მეწყვილესთან ერთად პირველი მივიდა, აცხადებს, რომ დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ. ეს გიორგი ჭანტურიას პირველი ჩვენებიდან განსხვავებული განცხადებაა.
2006 წელს გამართულ პროცესზე, მან სასამართლოს საპირისპირო ჩვენება მისცა. მოწმის განცხადებას დარბაზში გარდაცვლლი ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის და ბრალდებულების შელაპარაკება მოჰყვა.
პროცესს მარიამ ქურდიანი დაესწრო.