სოსო რობაქიძე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მხარეებს შორის დაპირისპირება, რომელიც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა,  ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მოწმეების ჩვენებებს ეხებოდა.

სოსო რობაქიძემ ბრალდებულებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მოწმეების ჩვენებები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ ჩვენებების მიხედვით, ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ.

სოსო რობაქიძესა და ბრალდებულებს შორის დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა განმუხტეს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა დღევანდელ პროცესზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მოითხოვეს, რომ პირველი არხი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღნიშნულ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.