ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებმა მოითხოვეს, პირველი არხი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწროს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებმა მოითხოვეს, პირველი არხი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწროს

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მოითხოვეს, რომ პირველი არხი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწროს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღნიშნულ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულების შუამდგომლობის მოტივი გახდა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი, სადაც ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღები არ ჰქონდათ.

სასამართლო პროცესის ვიდეოგადაღება ერთ-ერთ ბრალდებულს გურამ დონაძესაც სურდა, თუმცა კანონი მას ამის უფლებას არ აძლევს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, პროცესის გადაღების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული უფლებით არ ისარგებლებს, სხვა მედიასაშუალება პროცესზე დასწრების შესახებ განცხადება კანონით დადგენილ ვადებში უნდა დაწეროს.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე და კიდევ რამდენიმე პირი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებული.

ამასთან, ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა მსჯავრდებული.