თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა.
ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმროსკენ ორი ავტობუსით მიემართებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მეორეს შეეჯახა. საქართველოსა და ბულგარეთს შორის საფეხბურთო მატჩი ხვალ, 12 ივნისს არის ჩანიშნული.
ვაკო ორმოცაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში – როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?