ბრიუსელის მოთხოვნები – შეფასებები თბილისში
8 სექტემბერს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ ჩერვონე დურსომ ოფიციალურ თბილისს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გაუქმების ან არსებითად გადასინჯვისკენ მოუწოდა:
„ევროკავშირი შეახსენებს საქართველოს თავის ვალდებულებას, დაიცვასფუნდამენტური თავისუფლებები და მოუწოდებს, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოსუახლესი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებათასაერთაშორისო სტანდარტებს. ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემისპოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებითა და ოპოზიციური ფიგურების, ადამიანისუფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულირეპრესიული ზომების მიღებით“.
„სამწუხაროდ, ამ საბჭოში გაკეთებულ განცხადებებში კვლავ გვხვდება საქართველოსშესახებ არასწორი ნარატივები. მსგავსი შეფასებები რეალობას ამახინჯებს, ვინაიდანსათანადოდ არ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ, საერთაშორისო დონეზეაღიარებულ პროგრესს..“ – დურსოს საპასუხოდ თქვა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ.
გამოხმაურება თბილისიდან: მმართველი გუნდის შეფასებები
ჟენევიდან ევროკავშირის ბრალდებებს დეზინფორმაციად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის დასიცრუის გავრცელებისთვის. ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული დავერ გამოდის ამ ნარატივიდან. ორი წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ დაარჩევნების შემდეგაც შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსთვის დამსოფლიოსთვის. თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოსსაქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციისმხრიდან. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია. ახლა მოჭიდება ისევკვლავ ამ ცრუ ნარატივზე, უბრალოდ აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსზე ეჭიდებიან და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებასცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა. ამიტომ უნდა გამოვიდეს ბრიუსელიამ ილუზიებიდან.“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ოპოზიციური პარტიების შეფასებები
„ამ ქვეყანაში არის უკანონო დაკავებები, მათ შორის უკანონოდ აკავებენ ჟურნალისტებს. არაფერს არ შეცვლის „ქართული ოცნება“, როგორი მოწოდებებიც არ უნდა იყოს, იმიტომრომ ძალიან ნათელია, რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“. ეს გზა არის რეპრესიების, ესგზა არის საქართველოს იზოლაციის“ – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
„რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში კანონები რეპრესიულია, ადამიანებს ქუჩაში დგომისთვისაპატიმრებენ.,სტუდენტებს აპატიმრებენ ბანერებით უნივერსიტეტების კიბეებზე. ესკანონები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არავის მოსწონს, შესაბამისად, არც იმპარტნიორებს მოსწონთ.“ განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
ხელისუფლების არგუმენტები
ოპოზიციისგან განსხვავებით, ბრიუსელს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს მმართველი გუნდი და ევროკავშირისგან ყველა ბრალდებაზე სამართლებრივ არგუმენტებს ითხოვს.
„ჩვენ, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით იმ პროცესს, რომელიცევროკავშირის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას. თუ ვინმესრაიმე სამართლებრივი შენიშვნა აქვს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ნახსენები იყოამ ბატონის გამოსვლაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ და სამართლებრივადთითოეული ნორმა, რომელიც ამ კანონში არის გაწერილი, თითოეულ ნორმასთანერთად განვიხილოთ. ევროკავშირშიც ძალიან კარგად იციან, რომ ეს აქციები — ვგულისხმობ 2024 წლის ნოემბრის აქციებს — არ იყო მშვიდობიანი აქციები. როდესაცვიღაცა ამტკიცებს, რომ შავი არის თეთრი, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის და ჩვენისაზოგადოებისთვის არის მიუღებელი.“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
„არსებობს ინტერესი, ამ ინტერესებზე ლაპარაკობს ევროკავშირის წარმომადგენელიგაეროში, და ეს არის საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიცდაემორჩილება ყველა მათ მითითებას.“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ
საქართველოს ევროპული პერსპექტივა და სამომავლო მოლოდინები
ამ დროისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია. ბრიუსელს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კონკრეტული მოთხოვნები აქვს, მათ შორის რამდენიმე კანონის გაუქმება და მმართველი გუნდის პოლიტიკის შეცვლა. („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“,
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის“ შესახებ კანონებსა და „შეკრებება-მანიფესტაციებისა და პოლიციისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებზე).
ევროკავშირი ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე გადახედავს თუ არა საკუთარ პოზიციებს, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ბრიუსელს საქართველოს საკითხზე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში მოუწევს, რომელიც ტრადიციულად, წლის ბოლომდე ქვეყნდება.