ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, კითხვები განსაკუთრებით იმ ფონზე ჩნდება, როდესაც 2008 წელს საქართველოში მიმდინარე ომის დროს და შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ მსგავსი ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ არ გადადგა. მისივე თქმით, ომის პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიზანია, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართოს.