ბრძოლა იერუსალიმისთვის – ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს

21:35, 09.12.2017

ბრძოლა იერუსალიმისთვის გამწვავდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალური პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ავიადარტყმა ორი დღის წინ ღაზადან ნასროლი რაკეტების საპასუხოდ განხორციელდა.

ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, დანარჩენმა ორმა ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწია. არეულობა დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას მოჰყვა. საპროტესტო აქციები იმართება ნიუ-იორკშიც, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, 70-წლიანი კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებენ.

 

მსგავსი