ბრალის წარდგენა

18:15, 06.09.2025

პროკურატურამ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. პირველი სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 ათასი დოლარი მოსთხოვა, საიდანაც ნაწილი 80 ათასი დოლარი 5 სექტემბერს აიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი