ბორჯომში მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ მსჯელობენ. პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა რეფორმის მეოთხე ტალღაა. პარალელურად, განცხადებები კეთდება კონკურსთან დაკავშირებით, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა შეარჩიოს. მოსამართლეობის მსურველები ახალი პროცედურების მიხედვით უნდა შეირჩნენ.
ნინო ფისაძე შემოგვიერთდება თემის დეტალებით – რა მოლოდინია კონკურსთან დაკავშირებით და ასევე რა განცხადებები კეთდება სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით?