ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი

ბორჯომში დაწყებული რამდენიმეთვიანი დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის გადაყენებით დასრულდა. ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს დღეს მხარი მისმა თანაგუნდელებმაც კი დაუჭირეს. ბორჯომის საკრებულო ერთადერთი თვითმმართველი ორგანოა ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტია უმცირესობაშია. უთანხმოება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდას მხარი არ დაუჭირა.

ნათია ქენქაძე არკვევდა, დასრულდება თუ არა დღევანდელი იმპიჩმენტით რაიონში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.