ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

რაგბის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. საქართველოს ეროვნული გუნდი ფავორიტის სტატუსით თამაშობდა და ურთერთშეხვედრებშიც ბორჯღალოსნებს დიდი უპირატესობა აქვთ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელგიაში 22 თებერვალს გამართავს.

ბორჯღალოსნების მომავალმა მეტოქემ, ბელგიის ნაკრებმა, რუსეთი სოლიდური ანგარიშით დაამარცხა – 38:12.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ შეხვედრა ბორჯღალოსნებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან „დინამო არენაზე“ გამართეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს -43:13.