საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ-მატჩს სამხრეთ აფრიკულ გუნდ „საუზერნ კინგსთან“ გამართავს. 31 აგვისტოს კი „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. ეს იქნება ბორჯღალოსნების ბოლო ორი დაპირისპირება თბილისში, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე ჩაატარებს.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები კიდევ ერთ პრინციპულ ტესტ-მატჩს 6 სექტემბერს შოტლანდიასთან სტუმრად გამართავენ.
საქართველოსა და „საუზერნ კინგსის“ სარაგბო მატჩი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:15 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.