საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიას ესტუმრა და 28:0 დამარცხდა. ტოიოტაში გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლებმა სამი უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და 9:0 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა“ შედეგიანი შეტევის წამოწყება კვლავ ვერ მოახერხეს, იაპონელებმა კი სამი ლელო დადეს და საბოლოოდ, 28:0 გაიმარჯვეს. ამგვარად, „ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტებზე ორი მატჩი მოიგეს და ამდენივე დათმეს.
ფრანგ „ბარბაროსებთან“ და ტონგასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველო ფიჯისთან და იაპონიასთან დამარცხდა.