ბორდის წევრების ნაწილის განცხადება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე სამეურვეო საბჭოს შეკრებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარების შესახებ საუბარს ითხოვენ, რადგან არხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა. საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ უნდა ჩატარდეს ღია სხდომა, ამ სხდომაზე, დაინტერესებული მხარეები იყვნენ მოწვეულები და შეხვედრას გენერალური დირექტორიც უნდა დაესწროს. ბორდის წევრების განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამმა წევრმა დირექტორატს წერილითაც მიმართა, თუმცა. ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.