ბონდო მძინარაშვილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა კი დღეს მედია გარემო შეაფასა. მისი თქმით, განვითარებული მოვლენების გამო, სხვადასხვა არხის ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში იქცევიან როგორც აქტივისტები და ერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში, რაც მისი შეფასებით, მიუღებელია. მძინარაშვილმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ არხზე ყველას პოზიცია ისმის. მძინარაშვილი ასევე გამოეხმაურა ბორდის წევრების – ლაშა ტუღუშის, ლიკა ბასილაია-შავგულიძისა და ზაზა აბაშიძის დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ მოთხოვნებსაც.

ბორდის წევრების ნაწილის განცხადება