„ბოკუზ დორ საქართველომ“ სტარტი აიღო

19:56, 02.11.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პირველად მონაწილეობს „ბოკუზ დორის“ ეროვნულ შესარჩევ კონკურსში. კონკურსი ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში დღეს და ხვალ გაიმართება.

გამარჯვებულ გუნდს რვა შეფ-მზარეულისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. „ბოკუზ დორი“ 30-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც ორ წელიწაში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა შეფ-მზარეულებს უყრის თავს. 2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა „ბოკუზ დორის“ ოჯახის წევრი.

ეროვნული შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს გამარჯვებული რვა გუნდიდან, რომელიც 2020 წელს ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე ტალინში გაემგზავრება.

 

მსგავსი