ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა ელჩებთან

ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა ელჩებთან. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული ბიზნესასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა, ასევე ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა.

აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. მონაწილეებმა დიალოგის ფორმატში იდეები, მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. ხაზი გაესვა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მდგარდი ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.