ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი

ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართა. კონფერენციის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფართოება, გერმანელი მეცნიერების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ბიოლოგიური უსაფრთხოების რეგიონული ქსელის ჩამოყალიბება და საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.

ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტი „დასავლეთ აზიური ქსელის შექმნა კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „გერმანიის ბიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის“ ნაწილს, რომელიც ხორციელდება 2013 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ.