ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს და კვლავ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს.

ბიძინა ივანიშვილს დელეგატები პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც მაისში გაიმართება. გაირკვევა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.

შეთავაზება და გადაწყვეტულების დეტალები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმაურა.