ბიძინა ივანიშვილი დღეს „პირველი არხის“ გადაცემის სტუმარი იქნება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დღეს, პირველი არხის სტუმარი იქნება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვებს უპასუხებს.

გადაცემა ეთერში „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე  გავა. facebook