ბიძინა გეგიძე მერიას მშენებლობებთან დაკავშირებით დასკვნის მომზადებისკენ მოუწოდებს

12:47, 29.05.2018

ბიძინა გეგიძე თბილისის მერიას ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით კვალიფიციური დასკვნის მომზადებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სეისმური მონიტორინგის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ვარაზის ხევის მარჯვენა ქედი არამდგრადია და მეწყერსაშიშია.  ასევე დარღვევებია ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროცესში. ბიძინა გეგიძე თბილისის მერიას მოუწოდებს შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობები და სამუშაოებისთვის ნებართვის გაცემის პროცესი.  

მსგავსი