ბექა წიქარიშვილი: ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მოლაპარაკებები მიდის

„მთავარი ამბავი არის ის, რომ ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები.

შესაძლოა, მართლაც მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი. მივალ, დავბრუნდები და გეტყვით ყველაფერს, თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა.

მთავარია, ვიყოთ ერთიანად, ვიყოთ ძლიერად, მტკიცედ.

მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის“.

აღნიშნულის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა შს მინისტრთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ბექა წიქარიშვილის განცხადებით, იგი კვლავ ბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებს შეხვედრის შედეგებს გააცნობს.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მივიდა. გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება.