ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

შეფერხებით მიწოდებული სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი გზა სკოლამდე, – ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ქუჩას არც გარე განათება აქვს და ადგილობრივების სახლებამდე არც ბუნებრივი აირის გაყვანა ხერხდება.

რატომ არ იწყება შესაბამისი სამუშაოები და რას პასუხობს ბათუმის მთავრობა მოსახლეობას, – რეპორტაჟი ბათუმიდან.