ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს - გამოხმაურება

ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება. ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დაკავებულთაგან ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს, თუმცა სამმართველოს წინ მყოფი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც შეკრებილთა უკმაყოფილება მოჰყვა. სწორედ ამ დროს მოხდა ონლაინგამოცემაბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის წესით დაკავებაც. მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამაღლობელი აქციის მიმდინარეობისას თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ, ამჯერად სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა.

ბათუმში აქციის 12 მონაწილის დაკავებას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში.