ბათუმი „ჯაზ ფესტივალის“ მასპინძელია

ზღვისპირა ქალაქი ფანქის, ჯაზის, არენბის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებს უკვე მეცამეტედ შეკრებს. ბათუმი „ჯაზ ფესტივალისა“ და ჯაზის მოყვარულების უცვლელი მასპინძელია. ფესტივალის პირველი დღე კორი ჰენრის კონცერტს დაეთმობა. ცნობილი ამერიკელი  შემსრულებელი მსმენელს ახალ ალბომს წარუდგენს და ამავე დროს უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს შეასრულებს.

ფესტივალის ბოლო დღე კი ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფს – ინკოგნიტოს დაეთმობა. კონცერტზე ყველა ის ჰიტი შესრულდება, რის გამოც  „ინკოგნიტო“ წარმატებული გახდა.

„ჯაზ ფესტივალის“ შესახებ თათია ბუხრაშვილი გვიამბობს.