ბათუმი ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით იმართება და მასში 32 ქვეყნის 170-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოს ღირსებას 30 სპორტსმენი იცავს. ტურნირი FIDE-ს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და მონაწილეებს ქალთა „მსოფლიოს თასის“ საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. საპატიო პირველი სვლა საქართველოს სპორტის მინისტრმა გააკეთა.