„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იმსჯელებს სასამართლო

სასამართლო დღეს კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იმსჯელებს. გელბახიანს შინაგან საქმეთა სამინისტრო 173-ე და 166-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გელბახიანი მის დაკავებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ ის კლუბში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლას აპროტესტებდა, რასაც მისი დაკავება მოყვა.