„ბასიანი” გაიხსნა

12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, „ბასიანის” დამფუძნებლები კლუბში დღეს პირველად შევიდნენ.

უკვე რამდენიმე სააათია ისინი შენობაში იურისტთან, კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან და ექსპერტებთან ერთად იმყოფებიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება კლუბში დაგეგმილი ღონისძიებები. დამფუძნებლები ამბობენ, რომ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

„ბასიანთან“ დაკავშირებით დღეს კომენატრი გააკეთა თბილისის მერმა.