ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა – დისკურსი & ინტერპრეტაცია I კლასი და კლასობრივი საზოგადოება
მოდერნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება კლასობრივი ურთიერთობებისა და კლასობრივი ფორმაციის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, კლასობრივი საკითხი მოდერნულ ეპოქამდეც არსებოდა და გარკვეულწილად დღესაც აქტუალურია.
რა არის კლასი და რას ნიშნავს კლასობრივი საზოგადოება? როგორი ტიპის კლასები არსებობს და როგორია მათი ქცევა? რითი ხასიათდება კლასობრივი ურთიერთობები კაპიტალისტურ საზოგადოებაში? როგორია კლასობრივი საკითხი დღევანდელ ეპოქაში?
ბაქარ ბერეკაშვილი თავის რუბრიკაში ამჯერად კლასისა და კლასობრივი საზოგადოების შესახებ გვესაუბრება.